ტრენინგის დასახელება
გრძელვადიანი სასწავლო კურსი ქართულ ენასა დალიტერატურაში
მოდული I
ქართული ლიტერატურის სწავლების მეთოდები
მოდულის მოკლე აღწერა:გავეცანით ვრცელი ლიტერატურული ტექსტების სწავლების მეთოდებს, ლექსის ანალიზის მეთოდებს; სხვადასხვა ტიპის ტექსტის გააზრებული კითხვისა და გაგების უნარის ჩამოსაყალიბებლად გამოსაყენებელ მეთოდებსა და სტრატეგიებს; ლიტერატურის თეორიის საკითხების სწავლების მეთოდებს; ტექსტის მხატვრული ანალიზის სწავლების მეთოდებსა და სტრატეგიებს
მოდულის საათობრივი განაწილება: 8 დღე, დღეში 5 საათი, 40 საკონტაქტო საათი, 10 არასაკონტაქტო საათი.
ტრენერი: ქეთი რეხვიაშვილი.
მოდული II
ქართული ენის სწავლების მეთოდები და სტრატეგიები
მოდულის მოკლე აღწერა: გავეცანით და გავაანალიზეთ მორფოლოგიის, სინტაქსის, ლექსიკისა და სტილისტიკის საკითხების სწავლების მეთოდებსა და სტრატეგიებს. მოსწავლეების მიერ მართლწერის წესების პრაქტიკულად გამოყენების უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისათვის საჭირო მეთოდებსა და სტრატეგიებს.
მოდულის საათობრივი განაწილება: 4 დღე, დღეში 5 საათი, 20 საკონტაქტო საათი, 10 არასაკონტაქტო საათი.
ტრენერი: ქეთი რეხვიაშვილი.
მოდული III
სხვადასხვა ტიპის წერილობითი ტექსტის შექმნის სწავლების მეთოდები და
სტრატეგიები
მოდულის მოკლე აღწერა: გავეცანის წერის ძირითად ოპერაციებს, წერითი მეტყველების თავისებურებებს, წერის სწავლების მეთოდებს, მოსწავლეთა ნაშრომებში დაშვებული შეცდომების ანალიზის, ნაშრომების კომენტირებისა და შეფასების (განმავითარებელი შეფასების ) მეთოდებს.
მოდულის საათობრივი განაწილება: 3 დღე, დღეში 5 საათი, 15 საკონტაქტო საათი, 5 არასაკონტაქტო საათი.
ტრენერი: ხათუნა ბურჭულაძე.
მოდული IV
მოსწავლეთა შეფასება ქართულ ენასა და ლიტერატურაში
მოდულის მოკლე აღწერა: გავეცანით და გავაანალიზეთ შეფასების კრიტერიუმები და რუბრიკები; ვისწავლეთ შეფასების კრიტერიუმებისა და რუბრიკების შედგენა,უნარების შეფასების სტანდარტული ფორმების ადაპტირება კონკრეტული სასწავლო ამოცანების გათვალისწინებით.
მოდულის საათობრივი განაწილება: 3 დღე, დღეში 5 საათი, 15 საკონტაქტო საათი, 5 არასაკონტაქტო საათი.
ტრენერი: ხათუნა ბურჭულაძე.
intel-ის ტრენინგი: ,,პროექტებით სწავლება და ისტ-ის ინტეგრირება"
პროექტის მიზანი იყო ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად პროექტების განხორციელებისას ისტ-ის იინტეგრირებასთან ხელშეწყობა.
ტენინგზე ვისწავლე სასწავლო გეგმის შემუშავება, pover-point-ში პრეზენტაციების აწყობა, გამოქვეყნება და კომენტირება. დოკუმენტების დისკზე ატვირთვა, ბუკლეტის შექმნა. მოვამზადე მოსწავლის თვალით დანახული პრეზენტაცია.
ტრენინგზე ასევე ვისწავლე, თუ როგორ გამოვიყენო ტექნოლოგიები ეფექტური სწავლების პროცესის ხელშეწყობისათვის.
პროექტზე მუშაობა იყო ნაყოფიერი. შესწავლილი მასალა დამეხმარება მოსწავლეებთან მუშაობის პროცესში
დიდი მადლობა ტრენერ-ავთო ცნობილაძეს!
ტრენინგის დავალება

ტრენინგი-ელექტრონული ჟურნალის წარმოება
2016 წლის 23 ივნისს ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლაში ჩატარდა ტრენინგი ელექტრონულიჟურნალის წარმოებაზე.ტრენინგზე შევისწავლეთ სასკოლო ჟურნალში ელექტრონულ ფორმატში მუშაობა, მიმდინარე და შემაჯამებელი სამუშაოების შენახვა.ტრენინგი საინტერესო იყო.
Комментариев нет:
Отправить комментарий