ტრენინგის დასახელება
გრძელვადიანი სასწავლო კურსი ქართულ ენასა და ლიტერატურაში
მოდული I
ქართული ლიტერატურის სწავლების მეთოდები
მოდულის მოკლე აღწერა:გავეცანით ვრცელი ლიტერატურული ტექსტების სწავლების მეთოდებს, ლექსის ანალიზის მეთოდებს; სხვადასხვა ტიპის ტექსტის გააზრებული კითხვისა და გაგების უნარის ჩამოსაყალიბებლად გამოსაყენებელ მეთოდებსა და სტრატეგიებს; ლიტერატურის თეორიის საკითხების სწავლების მეთოდებს; ტექსტის მხატვრული ანალიზის სწავლების მეთოდებსა და სტრატეგიებს
მოდულის საათობრივი განაწილება: 8 დღე, დღეში 5 საათი, 40 საკონტაქტო საათი, 10 არასაკონტაქტო საათი.
ტრენერი: ქეთი რეხვიაშვილი.
მოდული II
ქართული ენის სწავლების მეთოდები და სტრატეგიები
მოდულის მოკლე აღწერა: გავეცანით და გავაანალიზეთ მორფოლოგიის, სინტაქსის, ლექსიკისა და სტილისტიკის საკითხების სწავლების მეთოდებსა და სტრატეგიებს. მოსწავლეების მიერ მართლწერის წესების პრაქტიკულად გამოყენების უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისათვის საჭირო მეთოდებსა და სტრატეგიებს.
მოდულის საათობრივი განაწილება: 4 დღე, დღეში 5 საათი, 20 საკონტაქტო საათი, 10 არასაკონტაქტო საათი.
ტრენერი: ქეთი რეხვიაშვილი.
მოდული III
სხვადასხვა ტიპის წერილობითი ტექსტის შექმნის სწავლების მეთოდები და სტრატეგიები
მოდულის მოკლე აღწერა: გავეცანის წერის ძირითად ოპერაციებს, წერითი მეტყველების თავისებურებებს, წერის სწავლების მეთოდებს, მოსწავლეთა ნაშრომებში დაშვებული შეცდომების ანალიზის, ნაშრომების კომენტირებისა და შეფასების (განმავითარებელი შეფასების ) მეთოდებს.
მოდულის საათობრივი განაწილება: 3 დღე, დღეში 5 საათი, 15 საკონტაქტო საათი, 5 არასაკონტაქტო საათი.
ტრენერი: ხათუნა ბურჭულაძე.
მოდული IV
მოსწავლეთა შეფასება ქართულ ენასა და ლიტერატურაში
მოდულის მოკლე აღწერა: გავეცანით და გავაანალიზეთ შეფასების კრიტერიუმები და რუბრიკები; ვისწავლეთ შეფასების კრიტერიუმებისა და რუბრიკების შედგენა,უნარების შეფასების სტანდარტული ფორმების ადაპტირება კონკრეტული სასწავლო ამოცანების გათვალისწინებით.
მოდულის საათობრივი განაწილება: 3 დღე, დღეში 5 საათი, 15 საკონტაქტო საათი, 5 არასაკონტაქტო საათი.
ტრენერი: ხათუნა ბურჭულაძე.
intel-ის ტრენინგი: ,,პროექტებით სწავლება და ისტ-ის ინტეგრირება"
პროექტის მიზანი იყო ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტის შესაბამისად პროექტების განხორციელებისას ისტ-ის ინტეგრირების ხელშეწყობა. ტრენინგზე ვისწავლე სასწავლო პროექტის გეგმის შემუშავება, POVER-POINT-ში პრეზენტაციების აწყობა, გამოქვეყნება და კომენტირება. დოკუმენტების დისკზე ატვირთვა, ბუკლეტის შექმნა. მოვამზადე მოსწავლის თვალით დანახული პრეზენტაცია. ტრენინგზე ვისწავლე, თუ როგორ გამოვიყენო ტექნოლოგიები ეფექტური სწავლების პროცესის ხელშეწყობისათვის.
დიდი მადლობა ტრენრ-ავთო ცნობილაძეს!
ტრენინგის დავალება

Комментариев нет:
Отправить комментарий